Wednesday, November 20, 2013

აი, დავასრულეთ ინტელის ტრენინგი, და რაოდენ სამწუხაროა, რომ აღარ მივიჩქარით  ტრენინგზე დავალებებით დახუნძლული. 

Tuesday, November 19, 2013

პორტფოლიო

ჩემი პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანელი დღე ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს დავასრულეთ ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ.  ინტელის ტრენინგი ამით დავასრულეთ. მადლობა ჩვენს ტრენერს დათო ჯანიაშვილს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისათვის.
 ჩვენს პროფესიულ მოღვაწეობაში ინტელის ტრენინგი, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენი ჯგუფის წევრებს ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის.

Friday, November 15, 2013

ტრენინგის მე–8 დღე

დღეს განვიხილეთ ინტელის მე–6 და მე–7 მოდული, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლების შესახებ. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა, სადაც ნაბიჯ–ნაბიჯ აღვწერეთ ყოველი ჩვენი შესრულებული სამუშაო პროექტის განსახორციელებლად. აგრეთვე მივუთითეთ გამოყენებული რესურსები. სულ მალე მზად მექნება ჩემი ელექტრონული პორტფოლიო. ვაშა!!!!! 

ტრენინგის მე–7 დღე

ტრენინგის ყოველი დღე მრავალფეროვანია; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევქმენით ჩვენ–ჩვენი პროექტების მიხედვით. გავიარეთ ყველა ის ნაბიჯი, რაც უნდა განვლოს მოსწავლემ ამ პროექტის განსახორციელებლად. მე ავირჩიე ერთ – ერთი ჯგუფის თემა და დავამუშავე, გავაკეთე პრეზენტაცია. ტრენერმა მომცა მითითებები, რაც გავითვალისწინე.გარდა ამისა ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე– შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე.
 დრო ძალიან სწრაფად, შეუმჩნევლად გადის მუშაობის დროს. დღესაც ძალიან სწრაფად გაირბინა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით. სულ რაღაც ორი ტრენინგი დაგვრჩა და დავასრულებთ ჩვენს მეცადინეობას.

Sunday, November 3, 2013

მე–6 დღე

დღის პირველ ნაწილში ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. ტრენერმა მოგვცა საჭირო მითითებები ამასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კი  ავტვირთეთ  ბლოგზე ჩვენი პრეზენტაციები და გავუზიარეთ ერთმანეთს. ძალზედ საინტერესოდ მოგვეჩვენა ყველას დრაივში ტესტების გაკეთება. ვფიქრობ ეს ყველა მასწავლებელს გამოგვადგება. თურმე რა მარტივად შეიძლება ელექტრონული ტესტების გაკეთება. მადლობა ჩვენს ტრენერს.

მე–5 დღე

ეს დღე პრეზენტაციის დღეა. ყველა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის თემის პრეზენტაცია. მივიღეთ რჩევები და მითითებები ტრენერისგან. საინტერესო იყო სრულიად განსხვავებული თემების და იდეების მოსმენა და სლაიდების დათვალიერება. მე შევიტანე შესწორებები და ტრენერის მითითებების გათვალისწინებით ჩავასწორე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო არ მოხდა მისი შენახვა და ხელახლა მომიხდა მისი გაკეთება. გარდა პრეზენტაციისა, ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. დავგეგმეთ, თუ რომელ შეფასების რუბრიკებს გამოვიყენებდით პროექტის განსახორციელებლად.
ვთვლი, რომ ეს დღე იყო ჩემთვის განსაკუთრებით შრომატევადი, თუმცა ნაყოფიერი. 

პროექტის თემის პრეზენტაცია

პროექტის თემის პრეზენტაციის სანახავად გადი ბმულზე

Thursday, October 31, 2013

მე–4 დღე. რეფლექსია


სამუშაო დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტებისათვის შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავამახვილეთ ყურადღება შეფასების რუბრიკებზე, პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა და დავათვალიერეთ ბლოგერზე ჩვენი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული ბროშურები და გაზეთები. ზოგადად დღემ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა.  

Sunday, October 27, 2013

Saturday, October 26, 2013

მე–3 დღე. რეფლექსია

ტრენინგის მე–3 დღე. ვიმუშვეთ საკვანძო კითხვების დამუშავებაზე, ბუკლეტებსა და ზოგადად მიმოვიხილეთ საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვების პრეზენტაცია.აგრეთვე ყურადღება გავამახვილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორებზე,  სტანდარტებზე და სასწავლო მიზნებზე. მიმოვიხილეთ ბროშურები.
ზოგადად დღე იყო ძალზედ ნაყოფიერი.
ინტელის ტრენინგი დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება.დღეს მესამე დღეა მხოლოდ და რა იქნება მერე?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!