სამუშაო დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტებისათვის შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავამახვილეთ ყურადღება შეფასების რუბრიკებზე, პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. ვისწავლეთ ლინკების ჩასმა და დავათვალიერეთ ბლოგერზე ჩვენი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული ბროშურები და გაზეთები. ზოგადად დღემ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა.
No comments:
Post a Comment