ეს დღე პრეზენტაციის დღეა. ყველა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის თემის პრეზენტაცია. მივიღეთ რჩევები და მითითებები ტრენერისგან. საინტერესო იყო სრულიად განსხვავებული თემების და იდეების მოსმენა და სლაიდების დათვალიერება. მე შევიტანე შესწორებები და ტრენერის მითითებების გათვალისწინებით ჩავასწორე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო არ მოხდა მისი შენახვა და ხელახლა მომიხდა მისი გაკეთება. გარდა პრეზენტაციისა, ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. დავგეგმეთ, თუ რომელ შეფასების რუბრიკებს გამოვიყენებდით პროექტის განსახორციელებლად.
ვთვლი, რომ ეს დღე იყო ჩემთვის განსაკუთრებით შრომატევადი, თუმცა ნაყოფიერი.
ვთვლი, რომ ეს დღე იყო ჩემთვის განსაკუთრებით შრომატევადი, თუმცა ნაყოფიერი.
No comments:
Post a Comment